ახლა ვინც არ უნდა გვიპასუხოს და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან, _ ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბორდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ეგულებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო თავისი აზრის დასაფიქსირებლად, თავისი მოსაზრების გამოსახატად, თავისი პრობლემის მოსატანად და საჩვენებლად საზოგადოებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ჩვენი ეთერების დაწყებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ყველა ფენას.
მთავარი არის სიმართლე, სადაც არის სიმართლე, საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს. ეს არის გარდაუვალი ამბავი. ასე რომ, ვინც არ უნდა გვიპასუხოს ახლა და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან“, _ განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 66მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 63საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
- 63ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…
- 62ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად…
- 62სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…