როდესაც ასტროლოგები ამბობენ, რომ 2025 წელი ტრანსფორმაციისა და აღორძინების წელია, მათ, რა თქმა უნდა, შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ.მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. გავლენას კი ყველა ადამიანი იგრძნობს. მათ შორის, აღსანიშნავია:

რეტროგრადული მარსი და რეტროგრადული ვენერა

2025 წელი იწყება რთული ტრანზიტით: მარსი, ნებისყოფისა და ენერგიის პლანეტა და ვენერა, სიყვარულისა და მიზიდულობის პლანეტა, რეტროგრადულ მოძრაობაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტები განაგებენ, შეფერხებულია. ადამიანებს კომუნიკაცია, გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და ენერგიაც დაქვეითებულია. 23 თებერვლიდან მარსი საწყის პოზიციას უბრუნდება და ყველა სირთულე, რაც რეტროგრადული მოძრაობით იყო გამოწვეული, წარსულს ჩაბარდება.

ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას 1-ელი მარტიდან 12 აპრილამდე გააგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ყოფილი პარტნიორი, შეყვარებული და გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ წარსულის გამოცდილებას გადახედოთ და საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება.

ჩრდილოეთის კვანძი თევზებში

11 იანვარს მთვარის კვანძებმა პოზიცია ვერძი/სასწორის ღერძიდან თევზები/ქალწულის ღერძზე უკვე შეცვალეს. ამ პოზიციაში კი 20256 წლამდე დარჩებიან. მოგიწევთ, გათავისუფლდეთ ზედმეტი ნერვიულობისაგან, სულ სხვა ადამიანების გათვალისწინებისა და საკუთარი სურვილების დათრგუნვის მცდელობისაგან. ეს პერიოდი ბევრ ადამიანს სხვადასხვა საკითხს განსხვავებულად აჩვენებს და დააფიქრებს იმაზეც, რომ სხვების დახმარებასა და პირად კეთილდღეობას შორის ბალანსის პოვნა აუცილებელია.

ლილიტი და ვესტა მორიელში

2025 წლის მაისში ლილიტი და ვესტა მორიელის ნიშანში შეხვდებიან. ეს კი ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და თითოეულ ჩვენგანი საბოლოოდ დაემშვიდობება ყველაფერს, რა ბედნიერებასა და წარმატებაში ხელს გვიშლის.

სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ვერძის ნიშანში

აპრილში სატურნი, ყველაზე მკაცრი და მოწესრიგებული პლანეტა, ვერძის ნიშანში ყველაზე მეოცნებე პლანეტას – ნეპტუნს დაუკავშირდება. ეს უჩვეულო კომბინაცია გვიბიძგებს, ილუზიებს თავი დავანებოთ და აუცილებლად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმ მიზნებისაკენ, რომელთა განხორციელებაც უკვე დიდი ხანია, გვინდა, მაგრამ აქამდე მოტივაცია ვერ ვიპოვეთ.

იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში

იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში ბოლოს 12 წლის წინ იყო. 2025 წლის 9 ივნისს კი კვლავ აღნიშნულ ნიშანში გადავა, რაც ადამიანებს სულიერ სიმშვიდეს მიანიჭებს, მისცემს დიდ ენერგიასა და მოტივაციას და იდეების განხორციელებაშიც დაეხმარება.

„ბომონდი“

მსგავსი სტატიები

  • 57
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 47
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 45
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 44
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 44
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…

არ გამოტოვოთ