9 თებერვალს ქ. თბილისში კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი, C ლიგის თამაშები ( 16 წლამდელთა შორის) დაიწყო.
 ასპარეზობაში ჩაებნენ და პირველი თამაში წარმატებით დაასრულა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გუნდმა ,, გურიამ”. ჩვენმა გუნდმა თბილისის ,, აკადემია 3″ 91 : 45 დაამარცხა.
 აღსანიშნავია, ის რომ თამაშის მოგებაში ყველა კალათბურთელს თანაბარი წვლილი, მწვრთნელთან აზა მჟავანაძესთან ერთად მიუძღვის.
,, გურია” უახლოეს დღეებში ,, აკადემია 3″ კიდევ ერთ თამაშს გამართავს.
 ️ოზურგეთელ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა თოიძემ.
 ,, გურიას ” თბილისში გამგზავრება, ისევე როგორც ყველა გასვლითი თამაშების, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 74
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 72
    ოზურგეთელი კალათბურთელების მორიგი წარმატება!ფოთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა გასვლითი ამხანაგური შეხვედრები ითამაშეს.  ოზურგეთის გუნდებმა, ჯუნიორებმა, 14 და 16 წლამდელებმა ფოთის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრები წარმატებით ჩაატარეს. მათგან ოზურგეთელებმა ორი თამაში დიდი უპირატესობით მოიგეს და შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ.  მწვრთნელები : აზა მჟავანაძე, ლერი დარჩია, გიორგი გობრონიძე.
  • 72
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 72
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…