დღეს საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „არწივებმა“ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ჭიათურის „მათეს“ უმასპინძლა.
შეხვდრა დაძაბული იყო და შეხვედრის ბოლოს ანგარიში 22:21 იყო „არწივების“ სასარგებლოდ. თუმცა ჭიათურელებმა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლებს ლელოც გაუტანეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. ისინი დაწინაურდნენ 28:21. „არწივებს“ შეხვედრის ბოლო წუთზე შეეძლოთ ლელო გაეტანათ, თუმცა ბოლო მომენტში კარგი შანსი ვერ გამოიყენს და დამარცხდნენ. „არწივებიდან“ ლელო დადეს ლელა იკუნამ (2) და საბა ნებიერიძემ. 2 გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ბაჩანა გოგეშვილმა.
ჭიათურლებს 22 ქულა აქვს და 10 ქულიანი სხვაობა მე-8 პოზიციაზე მყოფ „არწივებთან“ (2 მოგება, 10 წაგება, გატ. გაშ. 218/393, 10 ქულა).
მე-9 პოზიციაზე მყოფმა „ფოთმა“ სტუმრად, თბილისში ბოლოადგილოსანი „აკადემია-ლაშარი“ დაამარცხა 15:51. ფოთს 10 ქულა აქვს.
გათამაშების ერთპიროვნულა ლიდერმა „გორმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა 34:19 და 57 ქულა აქვს.
საშინაო მატჩი წააგო რუსთავმა „წიქარასთან“ 22:41.
„წიქარას“ 42 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 15 თებერვალს ოზურგეთელები ფოთში გამართავენ შეხვედრას.
მსგავსი სტატიები
- 90
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 87
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 86
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…
- 86
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 86დღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12 ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…