2024 წელი

2024 წელს ბახვი ჰესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალ დონეზე აღსრულება იყო. კომპანიის დაკვეთით მოწვეული სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები საპროექტო ტერიტორიის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებდნენ. წლის განმავლობაში მათ ჯამში 28 კვლევა ჩაატარეს.

კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა სამშენებლო მონაკვეთში მოქცეულ ტერიტორიაზე მინიმალურია და სრულიად აკმაყოფილებს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

წლის განმავლობაში სხვადასხვა სეზონზე ჩატარებული 28 კვლევის შედეგი,  გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული თარიღების შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარედგინა.

კვლევები ტარდება შემდეგი დოკუმენტაციის გამოყენებით:

  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ)
  • გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

 

შემარბილებელი ღონისძიებების აღსრულება

შემარბილებელი ღონისძიება ეწოდება ქმედებას, როცა კომპანია ცდილობს ისე აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები, რომ მინიმუმამდე შეამციროს, ან თავიდან აიცილოს გარემოზე მოსალოდნელი გავლენა. კომპანია ბახვი ჰესის მოწვევით, SLR-ისა და ALPAGE-ის საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა, რომლის აღსრულებასაც თვალს ადევნებენ და ამოწმებენ წელიწადში რამდენჯერმე. ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წევრები კი, 2024 წლის მანძილზე ბახვი ჰესის სამშენებლო მოედნის ყოველდღიურ ინსპექციას ახორციელებდნენ, რა დროსაც  ამოწმებდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინება მშენებლობის დროს.

2024 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა. მათ შორის:

  • წითელი ნუსხით დაცული კავკასიური სალამანდრასთვის მოეწყო საბინადრო ტბორები;
  • მოჭრილი მორებისგან მოეწყო ალპური ხარაბუზას თავშესაფრები;
  • საპროექტო არელში მოქცეულ ხეებზე ფრინველებისთვის დამონტაჟდა ხელოვნური ბუდეები;
  • რეკულტივაციისა და ვიზუალური ზემოქმედების შემცირების მიზნით დაითესა ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.

 

აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიებების მეშვეობით, საპროექტო არეალში მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ან თავიდან იქნება აცილებული გარემოზე სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ზემოქმედება

სამშენებლო მოედნის ყოველდღიური მონიტორინგი

ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წევრები სამშენებლო მოედნის ყოველდღიური ინსპექციის ფარგლებში ახორციელებენ როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ გაწერილ რეკომენდაციებს, რომლებიც მოიცავს საუკეთესო საეთაშორისო პრაქტიკის გატარებას.

მსგავსი სტატიები

  • 76
    „ვიამაყებთ იმ ფაქტით, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მხარდამხარ ვმუშაობდით ბახვი  ჰესის მშენებლობაზე“ -  ინტერვიუ ბახი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან  ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
  • 74
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 74
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 73
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 71
    მრჩეველთა საბჭოს წევრები ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე  #ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…