„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა დიდთოვლობის გამო დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილის აღდგენა უკვე მოახერხეს. თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია ამ დროისთვის შეზღუდვით მეწოდება ოზურგეთის სოფლების ნაწილს, ასევე, ლანჩხუთის ორი სოფლის – სუფსას და ჩოჩხათის ნაწილს, ჩოხატაურში კი სამი სოფლის – ზემო ხეთის, სამებას და თხილგანის ნაწილს.

„კომპანიის ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე და აბონენტების უმრავლესობას მოკლე დროში აღუდგება ენერგომომარაგება.

საგანგებო რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს ასევე ქობულეთში, სადაც სოფლების ნაწილს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები ძაბვას შეძლებისდაგვარად დროულად მიიღებენ.

ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასევე ბათუმის მიმდებარე დასახლებების – სამების და ფერიას აბონენტების უმრავლესობას. მუშაობა აქაც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება.

მუნიციპალიტეტების რაიონული ცენტრები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდებიან“, _ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 66
    რატომ არის მწვანე ენერგეტიკა რეგიონის განვითარების შანსი და არა საფრთხე?ბოლო პერიოდში გურიაში ჰიდროელექტროსადგურების თემა კვლავ აქტიური განხილვის საგნად იქცა. რეგიონში ახალი პროექტების დაგეგმვასა და მშენებლობის დაწყებას თან ახლავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წუხილი, ისე პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები და საპროტესტო გამოსვლები. სად გადის ზღვარი ემოციურ ნარატივსა და რეალურ არგუმენტებს შორის და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი ისე, რომ რეგიონის ინტერესები მაქსიმალურად…
  • 64
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…
  • 64
     ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა  „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
  • 64
    ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა.„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.    …
  • 64
    კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ენერგეტიკაში _ „პარვუს ჯგუფის“ გამოცდილებასაქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკა ქმნის ერთ მთავარ კითხვას, როგორ ავაშენოთ მდგრადი, დამოუკიდებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველიენერგეტიკული სისტემა? პასუხი არის დივერსიფიცირებული, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG)სტანდარტებზე დაფუძნებული  გენერაცია მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობით. დღეს, როდესაც აქტიურად ვსაუბრობთ ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, საინტერესოა, როგორ ისმის…