9 თებერვალ ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მემორიალური ტურნირი, რომელიც ცნობილ საჭადრაკო მოღვაწის, გიგლა ლომჯარიას დაბადებიდან 75 და გარდაცვალებიდან 20 წლისთავს მიეძღვნა. მასში, უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად, ახალგაზრდა , გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეებიც მონაწილეობდა. ტურნირი რაპიდის რეგლამენტით მიმდინარეობდა, რომელიც წრიული სისტემით, ორ ეტაპად, გაიმართა. პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო ექვსეული, რომელშიც პირველი ეტაპის შედეგებით გავიდნენ: ნიკოლოზ ბარამიძე, გივი სიამაშვილი, დავით კიღურაძე, ელგუჯა ურუშაძე, ამირან თავაძე და ანზორ ქუტიძე. საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ყველას ელგუჯა ურუშაძემ აჯობა, რომელმაც ერთი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გივი სიამაშვილს. განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს ამირან თავაძე,რომელმაც 8 პარტიიდან 5,5 ქულა აიღო და ძლიერთა შორის დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ტურნირის დახურვისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა ბატონი გიგლას შესახებ, რომელსაც მეუღლე- მზია წერეთელთან ერთად, დიდი ღვაწლი მიუძღვის ოზურგეთში და ზოგადად გურიაში ჭადრაკის განვითარების საქმეში.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 66
    ოზურგეთში, ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა.  20 ივლისს , ოზურგეთში, ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საჭადრაკო კლუბში დილიდანვე შეკრებილთა შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ასაკის(უმეტესობა მოსწავლეები) როგორც თანრიგოსანი , ისე მოყვარული მოჭადრაკები. მათ შორის მეზობელი მუნიციპალიტეტიდანაც. ამ დღესთან დაკავშირებული ტურნირის დაწყებამდე, მოკლედ აღინიშნა ჭადრაკის ისტორიისა და მის მიმართ მსოფლიო ხალხების დამოკიდებულებაზე და მნიშვნელობაზე. შეკრებილთა საჭადრაკო კვალიფიკაციის და…
  • 65
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 65
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 64
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…

არ გამოტოვოთ