„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.
ემოციურად დატვირთული იყო 27 თებერვალი
მთისპირის თემში მცხოვრებ ადამიანებს, მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს დავეხმარეთ პროდუქტებით და აუცილებელი წამლებით. მათ შორის, ერთი ონკოპაციენტიც იყო.
… მძიმე დღეები გამოიარეს – თოვლი, უშუქობა, სიცივე, გაურკვევლობა, მილეული სანთლები, წამლები, პროდუქტები …




















ერთად ყველაფერს შევძლებთ 





აქვე, მადლობა ჩვენს დირექტორს Giorgi Abramishvili ტექნიკურ დირექტორს Achiko Dzneladze და ESG მენეჯერს დავით კობერიძეს. გაუჩენელს გაგიჩენენ. ბულდოზერი გინდა? ხალხი გჭირდება? გზების გასუფთავება უკანავაში? ვანისქედში? მთისპირში?
ასე, გუნდურად ყველაფერი კარგად გამოდის. მთავარია თანაგრძნობა არ დავკარგოთ და ემპათია. გაცემულ სიკეთეს კი, ერთი ისეთი თვისება აქვს, აუცილებლად აზვირთებული ტალღასავით ბრუნდება უკან და ჯერ გულში, მერე კი, მთელ სხეულში გეღვრება თბილ, დადებით ემოციად და ისე გავსებს, ისე გაბედნიერებს, გაფიქრებინებს ფრთები შემასხეს და გავფრინდებიო 





… ეს გრძნობა არაფერს შეედრება, ისეთი გადასარევია 

სწორედ ასეთი დღე გვქონდა დღეს და მე კი, ისე მინდოდა მთისპირში ყოფნა
_წერს „ბახვი ჰესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიცა ჩოლოყაშვილი სოციალურ ქსელში.









მსგავსი სტატიები
- 97
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 97
#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
- 96
ინტერვიუ -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…
- 96
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
- 93
#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …