- ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი?
- პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან ერთად ვაშენებთ ჰესს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, პირდაპირი მნიშვნელობით, უნდა ემსახუროს საქართველოს ნათელ მომავალს. ბახვი ჰესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების გრძელ და რთულ გზაზე. გვეამაყება, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომელიც რთულ რელიეფზე შენდება და გამოწვევა იქნებოდა ნებისმიერი მშენებლისა თუ ელექტრო ინჟინერისათვის. ბახვი 2 ჰესის პროექტი 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, შესაბამისად, 2024 წელი გარდამტეხი იყო ჩვენთვის და ცხადია, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანით ადგილობრივები, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ შრომობენ და თავებს არ ზოგავენ ამ ურთულესი სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულებისთვის. ჩვენ, ჩვენი გუნდით, უკანავას ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ბანაკში ვცხოვრობთ და ბევრ დროს ვატარებთ ერთად. ახლოდან გაცილებით კარგად ჩანს სიკეთეებიც და პრობლემებიც. ამიტომ, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად კარგი მეზობლები ვიყოთ და გავაუმჯობესოთ საარსებო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბახვი ჰესის სოციალური პროექტები.
- გარკვეულწილად, ფრაზა „ჩვენ ერთად ვაშენებთ“ თქვენი 2024 წლის გზავნილი გახდა. როგორც ვხვდები, კომპანია ასრულებას დანაპირებს და სამშენებლო სამუშაოებში ჩართული გყავთ ადგილობრივი მოსახლეობა?
- მეოთხე წელი მიიწურა, რაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ და შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ ეს არის ის სიკეთე, რაც რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოაქვს. ერთის მხრივ, სარგებლის მიმღებები არიან პროექტზე პირდაპირი წესით დასაქმებული ადამიანები და მეორეს მხრივ, პროექტით მოსარგებლე ე.წ. მესამე პირები, რომლებიც გვაწვდიან სხვადასხვა მომსახურებას. ასევე, ის პირები, ვისთვისაც კეთდება ჩვენი სოციალური პროექტები. ბახვი ჰესის შემთხვევაში კი, ის ადამიანებიც, რომლებიც მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან და ამ ფორმატში აქტიური მონაწილეობით, ზრუნავენ თავის რეგიონზე. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთად ვაშენებთ პროექტს, რადგან თითოეული ამ ადამიანის წვლილი უზარმაზარია პროექტის განხორციელების პროცესში. დიდი სურვილი გვაქვს, იქ სადაც ვართ და ვავითარებთ ქვეყნის ენერგეტიკას, ცხოვრება უკეთესი გავხადოთ. გვჯერა, რომ დასავლური სტანდარტებით აშენებული ბახვი ჰესი თავის სიტყვას იტყვის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. ჩვენ კი, ერთად ვიამაყებთ იმ ფაქტით, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მხარდამხარ ვმუშაობდით ბახვი ჰესის მშენებლობაზე.
- როგორ ფიქრობთ, რას აძლევს ბახვი ჰესი პროექტში დასაქმებულ ადამიანებს?
- ჩვენი ინვესტორების მოთხოვნაა, ბახვი ჰესის პროექტი განხორციელდეს იმ მაღალი სტანდარტით, რომელსაც იყენებენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები. ეს კი, გვაკისრებს ვალდებულებას გუნდში გვყავდეს ისეთი მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს როგორც საქართველოში მიღებული გამოცდილება, ასევე მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში მუშაობისის შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები. სწორედ, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებთან ერთად მუშაობით ადგილობრივი კადრები ბევრს სწავლობენ და მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. სამომავლოდ ვფიქრობ, თითოეულ მათგანს ძალიან გამოადგება ბახვი ჰესისი მშენებლობის პროცესში მიღებული ცოდნა და უნარები. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ღირსეული სამუშაო პირობები, რომელსაც ჩვენი პროექტი ქმნის ადგილზე. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, პროექტზე დაგვესაქმებინა შეძლებისდაგვარად მეტი ადგილობრივი, რათა გაგვეზიარებინა და ადგილზე დაგვეტოვებინა ის გამოცდილება, რაც ჩვენ ამდენი წლის მანძილზე დავაგროვეთ.
- საკმაოდ მრავალმხრივი სოციალური პროგრამა აქვს ბახვი ჰესს. პროექტების განხორციელება 2021 წლიდან დაიწყეთ. კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა 2024 წელს?
- წელს საგანმანათლებლო და შშმ პირების დახმარების პროექტების პარალელურად, რომლებიც მართალი ბრძანდებით, 2021 წელს დავიწყეთ, დავგეგმეთ და განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. 2024 წლის ოქტომბრიდან ვანისქედის 47 ოჯახში სუფთა წყალი სახლების ონკანებში მოედინება, რაც აქამდე მრავალი ათეული წლის მანძილზე შეუძლებელი იყო. მნიშვნელოვანი იყო გზების რეაბილიტაციის პროექტი. საერთო ჯამში მთისპირის თემის სოფლებში 8 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი მოსწორდა და მოიხრეშა. ასევე, ავაშენეთ ახალი ხიდი უკანავაში, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ძველ ხიდს ჰქონდა. ამ ხიდით ვსარგებლობთ როგორც ჩვენ, ასევე სოფლის მაცხოვრებლები. 2024 წლიდან ჩვენი საგრანტო პროგრამით კიდევ ორი სტუდენტი სარგებლობს – მარიამ ბერიძე სოფელი ჩხაკაურადან და ქეთევან მათითაიშვილი სოფელი მთისპირიდან. მოსწავლეების ტრენინგების პროგრამამაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და კვლავ გრძელდება. ლექციები და შეხვედრები გვქონდა ცნობილ, საინტერესო ადამიანებთან. გვახარებს, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები, როგორებიცაა ენერგოეფექტური განათება ბახმაროში, გურული ჩაის პროგრამა, სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერება და შშმ პირების დახმარება, ეფექტიანია და კეთილდღეობა მოაქვს ამ პროგრამებში ჩართული თითოეული ადამიანისათვის.
- დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 95#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
- 942024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
- 90
- 89აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
- 88ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი აქტიურად მუშაობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გაწერილი პირობების აღსრულებაზე. როგორც გახსოვთ, ბიომრავალფეროვნების კვლევები სამშენებლო ტერიტორიაზე 2021 – 2022 წლებში ჩაატარეს ბრიტანელმა და ფრანგმა გარემოსდაცვის ექსპერტებმა. მათ მიერ გაკეთებული კვლევა გახდა სამოქმედო გეგმის საფუძველი, რომელიც გულისხმობდა მშენებლობის პერიოდში ზიანის თავიდან ასაცილებლად შემარბილებელი ღონისძიებების ჩატარებას.…