14- 15 – 16 თებერვალს ქ. თბილისში, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლეში და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის სათადარიგო მძლეოსნურ სტადიონზე , 2008 – 2009 – 2010 წწ დაბადებულთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში გაიმართა.
ჩემპიონარზე წარმატებით გამოვიდნენ და კარგი შედეგები აჩვენეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსნობის სექციის სპორტსმენებმა და შინ ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო წამოიღეს.
🥇 I ადგილი
ანა მგელაძე – ბირთვის კვრა 3 კგ – 10 მ 10 სმ
ანა მგელაძე – ბადროს ტყორცნა 1კგ – 28 მ 32 სმ
🥈II ადგილი
ელენე ძიძიგური – ბირთვის კვრა 3კგ – 8 მ. 52 სმ
🥉 III ადგილი
დავით ხელაძე – 60 მ რბენა – 7 წმ 0, 62
შეჯიბრზე კონკურსგარეშედ იასპარეზა 2007 წ დაბადებულმა გიორგი პაკელიანმა, რომელმაც ბირთვის კვრაში (6კგ – 15 მ 33 სმ) სეზონის საუკეთესო შედეგი დადო.
ასევე წარმატებით იასპარეზა 2012 წ. დაბადებულმა მარი ერქომაიშვილმა, მან 60 მ რბენაში – 10 წმ 0, 51 შედეგს მიაღწია. ბექა მჭედლიშვილმა კი სიგრძეში ხტომაში – 5 მ შედეგი აჩვენა.
ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.

მსგავსი სტატიები

  • 87
    სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ჩვენია!22 - 24 მარტს ქ. თბილისში მძლეოსნობაში ღია ახალგაზრდული ჩემპიონატი ( 2007- 08- 09 წლებში დაბადებულთა შორის ) გაიმართა. ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსნობის სექციის ახალგაზრდა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იპარეზა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა შეჯიბრზე საუკეთესო შედეგები ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში აჩვენეს, საერთო ჯამში კი შინ…
  • 86
    10 მედალი ჩვენია!11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
  • 85
    9 მედალი რესპუბლიკური ტურნირიდან ჩვენია!ქალაქ თბილისში 3 - 5 დეკემბერს ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ასპარეზობაში მოჭიდავეები მთელი საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ცხრა მედალი, აქედან ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო მოიპოვეს. I ადგილი ერეკლე თავბერიძე…
  • 85
    13 მედალი კიკბოქსინგელებისგან!!! ქ. ქუთაისში 1 თებერვალს კიკბოქსინგში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.  ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში ჩატარდა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსონგის სექციის ( ურეკის ჯგუფი) სპორტსმენებმა და შინ 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო წამოიღეს.  I ადგილი ანა მუკუტაძე…
  • 84
    13 მედალი ჩვენია!!!ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2011 წწ დაბადებულია შორის) საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფართომასშტაბიანი იყო და მასში: ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაღდათის,ლანჩხუთის ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთისა და ხობის სასპორტო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და…