22 – 24 მარტს ქ. თბილისში მძლეოსნობაში ღია ახალგაზრდული ჩემპიონატი ( 2007- 08- 09 წლებში დაბადებულთა შორის ) გაიმართა.
ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსნობის სექციის ახალგაზრდა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იპარეზა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა შეჯიბრზე საუკეთესო შედეგები ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში აჩვენეს, საერთო ჯამში კი შინ 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო წამოიღეს.
🥇
გიორგი პაკელიანი ( ბირთვის კვრა 5კგ შედეგი 15მ 15სმ);
გიორგი პაკელიანი ( ბადროს ტყორცნა 1კგ 500გ შედეგი 46 მეტრი 21სმ);
ანი მგელაძე ( ბირთვის კვრა 3 კგ შედეგი 9 მეტრი, 72 სმ).
🥈
ანი მგელაძე ( ბადროს ტყორცნა 1კგ შედეგი 26 მ 20 სმ);
ელენე ძიძიგური ( ბირთვის კვრა1კგ შედეგი 9მ19 სმ).
🥉
შერეული ამანათრბენი400/300/200/100
დავით ხელაძე 400 მ;
ქეთევან მდინარაძე 300 მ;
ბექა მჭედლიშვილი 200 მ;
ლიზი ლომაძე 100 მ.
 ოზურგეთელთა გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელმა მარინე კოტრიკაძემ მოამზადა

მსგავსი სტატიები

  • 83
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
  • 82
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 82
    19 მედალი ჩვენია!19 - 20 აპრილს ბაღდადში ბ/რ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გსიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 19 მედალი, მათ შორის 5 ოქრო,6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო წამოიღეს. პირველ ადგილი დავით დოლიძე - 23 კგ…
  • 80
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 80
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…