ზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, სოფლებში ბავშვები და მოხუცები არიან ჩარჩენილი, რომლებსაც პირველადი აუცილებელი ნივთები ესაჭიროებათ.
მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მიმართავს.
„საცხოვრებელი სახლები ინგრევა, ავარიულ სახლებს უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სოფლებში მოხუცებს დახმარება სჭირდებათ. თოვლის მასა საფრთხეს ქმნის”, – ამბობენ ადგილობრივები.
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ოზურგეთის მერიის ცნობით, სოფელ ჯუმათში თოვლში ჩარჩენილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა უვნებლად გამოიყვანეს.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 67
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
- 66
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში გამორჩეული სოფელია ნაღობილევი, სადაც 700 კაცზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. იგი ძირითადად მთაგორიანია გამოირჩევა სილამაზით, ციტრუსოვანთა ბაღებით და კარგი ადამიანებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გელა აროშიძესთან ერთად სოფელ ნაღობილევის ცენტრში ყოფნისას გვითხრეს, რომ აქაურები ამჟამად სოფლის ზემოთ, ზეგანში სადაცაა ძირითადად ამ სოფლის მაცხოვრებელთა სავარგულები გზას…
- 65
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩართულია თავდაცვის ძალები. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ყველა მიმართულებით წმენდდა ცენტრალურ გზებს. გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.
- 65
ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.