დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის გარკვეულ უბნებს, რაც შეეხება ჩოხატაურს პრობლემურ მონაკვეთებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია.
დაზიანებულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ ,,ენერგო პრო ჯორჯიასა“ და ,,სოკარ გაზის“ ტექნიკური ჯგუფები.
სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი ჩერდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 2 დღით, საბავშვო ბაღებში 3 დღით;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება 3 დღით, ხოლო სწავლას მხოლოდ ქალაქის სკოლები განაგრძობენ.




მსგავსი სტატიები
- 70
გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექროენერგია. პრობლემურ ადგილებში მობილიზებულია ,, ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეებისთვის ელექტროენერგის აღდგენა. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. საგანგებო…
- 67
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, _ ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი ურუშაძემ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავებულია გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაადგილება. _ „სადაც არის რთული მონაკვეთები, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის…
- 67
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
- 66
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 65
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…