მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა – არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს – ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რამე კითხვა გაჩნდება, ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში უნდა მიმართონ.

„მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ს ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა. მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ „FAKE ნიუსებზე”, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს FAKE ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად. ასე, რომ “FAKE ნიუსებთან” ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა უნდა, ვებრძოლოთ. ამიტომ, არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს – ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? – მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა ახალ სტანდარტებს გვთავაზობს „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებით, პაპუაშვილმა განმარტა, რომ„სტანდარტებს დადგენაც არ სჭირდება“.

საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო და ინფორმაცია გადაამოწმო. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი გვეუბნება ამას და არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება, რადგან არ არსებობს ამის ეფექტიანი დაცვის პროცედურები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, უფრო გამკაცრებული იქნება თუ არა მედიასთან მიმართებით არსებული კანონები, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არ გამკაცრდება, არამედ იქნება უფრო ეფექტური, რომ დეზინფორმაციამ არ მოატყუოს და დააბნიოს საზოგადოება“.

„არა, იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები და დააბნიონ და მოატყუონ ისინი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული და არ იყოს დეზინფორმირებული. ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა“, -_განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკელებმა მათ ანახეს „ინვოისები“ იმასთან დაკავშირებით თუ „როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით“.

„ამერიკელებმა პირდაპირ „ინვოისები“ გვანახეს იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით. ის მედიასაშუალება მომსახურებოდა არა სიმართლეს და საზოგადოებას, არამედ თავის დამფინანსებელს“, _  განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 79
    „პალიტრა მედიას“ განცხადებაბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…
  • 78
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 76
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 74
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
  • 74
    „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდანგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…