„ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისთვის“ _ ამ სახელწოდებით დაიწყო პროექტი ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ნარუჯის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და იანეულის სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლებისთვის.
პროექტის მიზანია ენერგო ეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება და საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.
„ენერგო უსაფრთხოების გაზრდის და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირების ხელშეწყობა, ასევე ენერგოეფექტურობის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულო ვალდებულებების და საქართველოს საკანონმდებლო რეგულაციების გაცნობა არის მნიშვნელოვანი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს როგორც ეკო-კლუბების გაძლიერებას – ტრენინგებს, ასევე მათ ფორმირებას; ჩატარდება ვიქტორინა-კონკურსები სკოლებს შორის, სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სენსორული განათებები, ხოლო ზემოაღნიშნული სკოლების საჯარო სივრცეებში მოეწყობა პორტატული ელექტრო სატენები მზის ბატარეებზე _ აღნიშნა პროექტის, ასევე ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა ჩოხატაურში, ნათია ხუცურაულმა.
„ვფიქრობთ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ეკოლოგიური კატასტროფების რისკების შემცირებას და შემდგომში ენერგორესურსების რაციონალურად გამოყენებას“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა თამარ კუპრაძე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსრური მხარდაჭერით „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA- iNTERNENACIONAL eNERGU Consultants ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 90
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 90
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) – ერთად 2024 წლის 1 აპრილს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტისთვის (ოზურგეთი,…
- 89
- 89
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 88