გურიის რეგიონში ინტენსიურად გრძელდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილია მიკროშტაბები, საიდანაც საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები ადგილობრივებს გადაეცემათ.
დღეის მონაცემებით გაიცა შემდეგი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 1710 პაკეტი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 4233 პაკეტი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 3000-ზე მეტი პაკეტი;
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე,მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირადად გაეცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მიკროშტაბში მიმდინარე პროცესებს.
მსგავსი სტატიები
- 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა… - 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 75
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია… - 74
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 73
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისთვის.