ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, კომისარი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამოსცემს.

„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა. ვიზიტი, 2024 წლის 28 ნოემბერს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობას მოჰყვა“, – ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი აღნიშნავს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, ძალადობისთვის არც ერთი სამართალდამცავი პირის პასუხიმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მეტიც, პროტესტის ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის წინაშე დაბრკოლებას ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაცია წარმოადგენს.

მაიკლ ო’ფლაერტი რეკომენდაციის სახით საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით. ასევე, ო’ფლაერტი სამართალდამცავების მიერ განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების რეკომენდაციას გასცემს.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს.

„კომისარი აღნიშნავს, რომ ბევრი ცვლილება კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია და რეკომენდაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანას“, – ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მზარდ რთულ პირობებს ასახავს. კომისარმა უკვე განაცხადა, რომ მისი წინასწარი დაკავება გაუმართლებელია“, – აღნიშნულია მემორანდუმში.

ასევე, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.

კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც.

ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაერტი.

კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 77
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 67
    BBC - აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვააშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 მილის დაშორებით იპოვეს. მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც…
  • 67
    სოფელ მთისპირში სახლი დაიმეწყრასოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
  • 66
    „საუკეთესო ექიმი ხართ, მადლობა ჩემი ლაზარეს გადარჩენისთვის” - პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედის ემოციური პოსტი16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული…
  • 65
    ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალასარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია. ტერიტორია უკვე გაიწმინდა და მოძრაობა მალე აღდგება სარფის საზღვრამდე. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო ასევე საპატრულო ბრიგადები.