პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინის ტრამპთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თითქოსდა ბრძანება გასცა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეჩერებულიყო, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ტრანსპორტს 150-მა დრონმა დაარტყა. პუტინის სიტყვები რეალობისგან ძალიან განსხვავდება და სწორედ ამიტომ გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის ფინეთის მადლობელი ვარ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის წითელ ხაზს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება წარმოადგენს.
„ჩვენ ამას არ დავთანხმდებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ჩვენ ჯიდაში მართლაც კარგი შეხვედრა გვქონდა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართა, გარდა რუსეთის მცდელობებისა. დღეს, დონალდ ტრამპთან შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავ და ასევე, პუტინთან საუბრის დეტალებსაც მოვისმენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 63
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 63
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…
- 63
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის…
- 62
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 61
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის…