დღეს, კურორტ ბახმაროს გზაზე, ცხრაწყაროს მიდამოებში სამ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი. მიწის დიდი მასაა, ღვარცოფია წამოსული.დაზიანებული გზის გაწმენდას საგზაო დეპარტამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ამ ეტაპზე ბახმაროსკენ მიმავალი გზა ამ მონაკვეთზე ჩაკეტილია.
კურორტ ბახმაროს მისადგომებთან 2020 წლის 23 ოქტომბერს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც კურორტის ტერიტორიაზე მყოფ 200-ზე მეტ ადამიანს გზის გახსნამდე მოუწია კურორტზე ყოფნა. გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღისათვის დსრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 22 აგვისტოს ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. „შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი. „ბათუმელების“ ფოტო
სულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.