29 – 30 მარტს ქ. თბილისში მკლავჭიდში ( 15 – 18 – 23 წწ შორის) საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა. ჩვენმა მკლავჭიდელებმა ძლიერ კონკურენციაში მოახერხეს და ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
აკაკი ხაბულიანი ( მარცხენა მკლავი)
ფირუზ მარკოიძე ( მარცხენა მკლავი)
ავთანდილ მეგრელიშვილი ( მარცხენა მკლავი)
დაჩი ჩხაიძე ( მარჯვენა მკლავი)
მეორე საპრიზო ადგილზე გასულმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის საგზური უკვე მოიპოვეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართება.
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურაბ ბურჭულაძე
მსგავსი სტატიები
- 80
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 77
9 - 10 მარტს ქ თბილისში მკლავჭიდში 15, 18 და 23 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა და შინ 7 მედალი წამოიღეს. I ადგილი ფირუზ მარკოიძე - 60 კგ ( მარცხენა მკლავი, 23 წწ) II ადგილი დაჩი… - 77
16 - 17 მარტს ქ თბილისში მკლავჭიდში უფროს ასაკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. პირველობაზე წარმატებით იასპარეზა , აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა, დავით თენიეშვილმა და შინ ორივე მკლავში ოქროს მედალი წამოიღო. დავითმა ამ გამარჯვებით ევროპის პირველობაზე საგზური მოიპოვა! მწვრთნელები : გიორგი… - 77ქ. თბილისში მკლავჭიდში ( 15 - 18 - 23 წწ და დიდებს შორის) საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მკლავჭიდის სექციის პარასპორტსმენებმა და სპორტსმენებმა. ჩვენმა მკლავჭიდელებმა ძლიერ კონკურენციაში მოახერხეს და 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს წამოღება შეძლეს. I ადგილი ფირუზ მარკოიძე…
- 76
