სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით GULFOOD 2025-ზე 30-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი ექსპორტიორები (24 კომპანია) სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდესს საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ, სადაც ქართული დელეგაცია მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარმოდგენილი. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც GULFOOD-ში მიიღეს მონაწილეობა საკონდიტრო კომპანია სანდომი • Sandomi-ც იყო. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თეკლა თალაკვაძეს ესაუბრა.

მისივე თქმით, კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე წარდგენა და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორობის მიზნით.

„ჩვენთვის, როგორც ქართული კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებს გარეთ პროდუქციის ექსპორტზე გატანა. სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესო  იყო ჩვენთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ქ.დუბაიში „Gulfood 2025“-ზე წარდგენა  და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორობის მიზნით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ  სახელმწიფო უწყების „აწარმოე საქართველოში“ დიდი წვლილი ჩვენს მსგავს პროექტებში ჩართვაში, რადგან მოგეხსენებათ, მათი მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და კერძო სექტორის მაქსიმალური განვითარება, რაც ბუნებრივია ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, რადგან ეს ვიზიტი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა “, _ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე.

კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა და ტკბილეულის ხაზის გარდა საკუთარ მომხმარებელს ამჟამად, მარილიანი „სნექის“ ხაზსაც სთავაზობს.

მსგავსი სტატიები

  • 78
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 77
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 77
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 76
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 73
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…