ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ნორმა შესაძლოა შეიცვალოს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე შემცირდა პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრთა არჩევის ბარიერი.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია და დაჩქარებული წესით განიხილება კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ბრუნდება. 2021 წლის შეთანხმებით კი, თბილისის საკრებულოს წევრები, პროპორციული სისტემით 2.5%-იანი ბარიერით აირჩა, ხოლო რეგიონებში – 3%-იანი ბარიერით.
რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდას, ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგი ცვლილებები წარადგინა:
თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ორი წევრი აირჩევა.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს სამი წევრი აირჩევა.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ოთხი წევრი აირჩევა.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ხუთი წევრი.
მმართველი გუნდი იმთავითვე ხაზს უსვამდა, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობის შემცირება ასუსტებდა კავშირს მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველსა და საკრებულოს მაჟორიტარ წევრს შორის, რასაც სამაჟორიტარო ოლქების გამსხვილება იწვევდა. ამ კავშირის შესუსტება განსაკუთრებით უარყოფითად მუნიციპალიტეტის დონეზე აისახება, სადაც საკრებულოს წევრებს კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან და სხვა საქმიანობასთან ერთად, მათი ყოველდღიურობა მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფაში დახმარებაა, თუმცა შეთანხმების მისაღწევად, მმართველი გუნდი იძულებული გახდა ამ კომპრომისზეც კი წასულიყო.
წყარო: KNEWS.GE
მსგავსი სტატიები
- 59
მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
- 58
ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
- 57
ნაბეღლავში წამოსულია მეწყერი წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები გაფუჭებულია გზის საფარი ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო გზების დეპარტამენტი სამაშველო პოლიცია გზა გახსნილია მიმდინარეობს ეკექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად მამალაძე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია,ენერგო-პროსა და გზების დეპარტამენტის ბრიგადები. ამ მომენტისთვის გზა გახსნილია. მიმდინარეობს გზის…
- 55
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომის დაწყების წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს და სხდომაზე მიმავალ დეპუტატებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ. ოპოზიციის ამ პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებულად გამოიკვეთა ფრაქცია…