შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

მისივე განცხადებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს.

უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ მიმართულებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

„მათ [მიგრანტებს] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს – მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია – შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს“, _განაცხადა დარახველიძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

მსგავსი სტატიები

  • 68
                ერთი ოჯახის სევდიანი ისტორია  ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და  ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ...                  …
  • 66
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 65
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 64
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 61
    ვახუშტი მენაბდე - 4 ოქტომბერი იყო ავანტიურა და კიდევ მეტიც - ხვალ უფრო გართულდება ხალხის ქუჩაში გამოყვანა, თუმცა შეგვიძლია გაკვეთილები მივიღოთ, ვიფიქროთ, როგორ გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რომ რეჟიმის მარცხით დასრულდესმე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ავანტიურა და კიდევ უფრო მეტიც - მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ჰორიზონტალური სტრუქტურის დარღვევა, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მენაბდის შეფასებით, ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სიტუაციის გაკონტროლება გადაწყვიტა. „მე 4…