დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში გოდერძი მახარაძის მსოფლიოს (გინესის) ახალი რეკორდების მოწმენი გავხდით.

მან ტრადიციული ლელობურთის დაწყებამდე ფეხბურთის, კალათბურთის და ბოლოს ლელოს გათამაშაბისათვის სპეციალურად შეკერილი 16-კილოგრამიანი ბურთით სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ფეხბურთის ბურთის თავით კენწვლით სირბილში მან 2022 წელს ქ. ბოლნისში დამყარებული რეკორდი (49,87) გააუმჯობესა და 37,7 წამში გაირბინა.
მეორე რეკორდი კალათბურთის ბურთით თავით კენწვლით 200 მეტრი 1 წუთზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა. წამზომმა 51,8 წამი დააფიქსირა.
რაც შეეხება მესამე რეკორდს, იგი სენსაციური იყო, რადგან მას თავზე გაჩერებული ლელოს 16,4 კილოგრამიანი ბურთით 50 მეტრი მანძილი 32,3 წამზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა, რომ გაეუმჯობესებინა წინა წელში სოფ. შუხუთში დამყარებული მისივე რეკორდი. გოდერძიმ ეს შეძლო და მისი სარეკორდო დრო ამჯერად 25,66 წამი იყო.
როგორც გოდერძი მახარაძემ გვითხრა, მისი რეკორდები მიუძღვნა უეფსის მებრძოლებს: მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას, ალექსანდრე თოფურიას და რომან დოლიძეს.
როგორც გავიგეთ, გოდერძი მახარაძე მორიგ რეკორდებს 26 მაისს ქ. ოზურგეთშიც დაამყარებს.
მსგავსი სტატიები
- 71
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 67
შარშან, აღდგომას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ მორიგი ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პოლ ხანის (შვეიცარია) მიერ დამყარებული რეკორდი და 111-ის ნაცვლად სახანძრო კიბის 358 საფეხური დაძლია. ამისთვის მას 17 წუთი და 35 წამი დასჭირდა. მეორე რეკორდი „ექსკლუზიური“ იყო გოდერძისათვის. მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული… - 67
მსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორი, გოდერძი მახარაძე დღეს, ქ. ბათუმში, _„დინამოს“ სტადიონზე მსოფლიოს (გინესის) ახალ რეკორდის დაამყარებას გეგმავს. მან თავით კალათბურთის ბურთი 1 საათსა და 44 წუთზე მეტ დროში უნდა აკენწლოს. ეს ადრე დამყარებული რეკორდის მეორედ გაუმჯობესებაა. პირველად ეს რეკორდი გოდერძი მახარაძემ შარშან, ლანჩხუთში (შუხუთი) დაამყარა. ლელობურთის დაწყების წინ იგი… - 66
მსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორი, გოდერძი მახარაძემ დღეს, ქ. ოზურგეთში _„ჭადრების ბაღში“ 26 მაისის ღონისძიებაზე მსოფლიოს (გინესის) ორი ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი _5 წუთში თავით 394-ჯერ აკენწლა ბურთი; მეორე რეკორდი კი შარშან, ლანჩხუთში დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება გახლდათ, როცა იგი 1 საათისა და 35 წუთის განმავლობაში თავით კენწლავდა ბურთს. მან იქ… - 65
მსოფლიოს (გინესის) ათეულობით რეკორდის ავტორმა, გოდერძი მახარაძემ დღეს, ქ. ბათუმში, _„დინამოს“ სტადიონზე „დინამოსა“ და წყალტუბის „სამგურალის“ მატჩის წინ, მსოფლიოს (გინესის) ახალ რეკორდის დაამყარა. მან მის მიერ ადრე დამყარებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 3 საათის, 12 წუთის განმავლობაში 25 300-ჯერ აკენწლა თავით კალათბურთის ბურთი. ეს ადრე დამყარებული მსოფლიო რეკორდის მეორედ გაუმჯობესებაა.…