შარშან, აღდგომას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ მორიგი  ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ან  მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პოლ ხანის (შვეიცარია)  მიერ დამყარებული რეკორდი და 111-ის ნაცვლად სახანძრო კიბის 358 საფეხური დაძლია. ამისთვის მას 17 წუთი და 35 წამი დასჭირდა

მეორე რეკორდი „ექსკლუზიური“ იყო გოდერძისათვის. მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული სოფელ შუხუთის ტრადიციული ლელობურთის სათამაშო უმძიმესი ბურთი თავზე უნდა დაედო და თავდადებული ბურთით 50 მეტრი 2 წუთზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა.

შარშან  ლელობურთის წონა კი 16,4 კილოგრამს შეადგენდა. გოდერძიმ მართლაც სარეკორდო დროში (32,30 წამი) შეძლო 50 მეტრი მანძილის დაფარვა.

დღეს, აღდგომას, სოფელ შუხუთში, გოდერძი მახარაძემ ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში, ახალი, 61-ე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 1 საათსა 35 წუთში, კალათბურთის ბურთით დათქმული 5 500-ის ნაცვლად 12 007-ჯერ აკენწლა.

ამ რეკორს ახლდა დამსწრე საზოგადოების დიდი ემოციები და უცხოელი ტურისტების დიდი მოწონება. ისინი გაკვირვებას გამოთქვამდნენ ასეთ ბუნებრივ პირობებში საოცარი რეკორდის დამყარების გამო.

რეკორის დამყარების შემდეგ გოდერძი მახარაძე გაზეთ „ალიონს“  (რომელიც აჭარის ტელევიზიასთან ერთად სარეკორდო ასპარეზობას ესწრებოდა) განუცხადა, რომ სარეკორდო ასპარეზობის ორგანიზატორები ქალაქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და სპორტის განვითარების ცენტრი იყვნენ; სპონსორი _სპორტული და საგანმანათლებლო მაღაზიათა ქსელი „ლეგასი.“

გოდერძი მახარაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მან სარეკორდო ასპარეზობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიუძღვნა.

მიუხედავად არასასურველი ამინდისა, სოფელ შუხუთში გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, რომელიც შემდეგ ტრადიციული ლელოთი დაგვირგვინდა, სადაც ზემოურებმა გაიმარჯვეს.

 

 

 

გოდერძი მახარაძემ აღდგომას, სოფელ შუხუთში ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მსგავსი სტატიები

  • 83
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 81
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 77
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 76
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…
  • 76
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…