დასრულდა „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თემურ ჩხაიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.

შეჯიბრი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა,  მას მხარდაჭერას უწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ლანჩხუთის მერია. წლევანდელ გათამაშებას სპონსორული დახმარება გაუწია „ტრენაჟორების სახლმა“.

ტურნირში  4 რეგიონის გუნდი იღებდა ტურნირში მონაწილეობას _ გურიას ამავე სახელწოდების ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდი წარმოადგენდა, სამეგრელოს _ ზუგდიდის „ბაია“, აჭარიდან იყო ქობულეთის „ჩელე“, ხოლო  იმერეთიდან _ ქუთაისის „მართვე“.

ტურნირზე  ლანჩხუთელებმა „ჩელე აკადემია“ დათა ღლონტის მიერ მატჩის დასაწყისშივე (მე-5 წუთზე) გატანილი გოლით დაამარცხეს 1:0, ხოლო „ბაიამ“ 4:1 მოუგო ქუთათურებს. მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა _ „მართვემ“ ქობულეთელებს 2:1 მოუგო და საპრიზო ადგილს დაეუფლა.

28 აპრილს მთავარი პრიზისათვის გურულ-მეგრული დაპისპირება გაიმართა, სადაც ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდი პირველივე წუთზე გიორგი რუსიეშვილის გოლით დაწინაურდა. მალევე საბა ხურცილავამ გურულების უპირატესობა სოლიდური გახადა. ზუგდიდლებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს, „გურიამ“ 2:1 მოიგო და ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირის თასიც!  (მწვრთნელები _ შაქრო ბარამიძე, ავთანდილ ნარიაშვილი).

გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადასცეს, ასევე საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს თავად თემურ ჩხაიძემ და „გურიას“ სხვა ცნობილმა სახეებმა _ გიგლა იმნაძემ, ზვიად ენდელაძე, თემურ ლორიამ, ავთანდილ ნარიაშვილმა, ლანჩხუთის მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძემ, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით მუჯირმა, გენერალურმა მდივანმა და ტურნირიის მთავარმა სულისჩამდგმელმა თეიმურაზ ალექსაიამ. გურული ფეხბურთის თავკაცებმა გუნდები ბურთებითა და სპორტული ეკიპირებით დაასაჩუქრეს.

 

მსგავსი სტატიები

  • 86
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 82
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
  • 81
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 79
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 78
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…