საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ქალთა ლიგაში “ლანჩხუთმა” მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად, მათ საკუთარ მოედანზე “ნორჩი დინამოელი” გაანადგურეს 20-0.

გოლები გაიტანეს – ჭიჭინაძე (8 გოლი). სულაშვილი , ბოლქვაძე 6-6 გოლი.

„ლანჩხუთი“ უდანაკარგოდ ასპარეზობს და „ნიკე-ლუსოსთან“  ერთად ლიდერობს გათამაშებას. ორივე გუნდს 5 ტურის შემდეგ 15-15 ქულა აქვს და ორივე გუნდს ხუთ თამაშში 47-47 გოლი აქვს გატანილი.

„ნორჩ დინამოს“ წელს 5 მატჩში არც ერთი ბურთი არ გაუტანია, საკუთარში კი 80 (!) ბურთი აქვს მიღებული…

მორიგ შეხვედრაში გურული ქალი ფეხბურთელები სწორედ „ნიკე-ლუსოს“ დაუპირიპირდება საკუთარ მოედანზე.

მატჩი 17 აპრილს, 14 საათზე, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 74
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 72
    „გურიამ“ და „მერცხალმა“ თითო ქულა აიღესოზურგეთის „მერცხალმა“ საკუთარ მოედანზე „ალგეთს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ოზურგეთელთაგან გოლები  ნოდარ მაჭავარიანმა და თენგიზ ალიევმა გაიტანეს. ლანჩხუთის „გურიამაც“ სტუმრად მე-14 ადგილზე მყოფ „ზესტაფონთან“ იგივე ანგარიშით 2:2 ითამაშა. გოლები ლანჩხუთელტაგან ვანო წილოსანმა და ლაშა ხაჭაპურიძემ გაიტანეს. 18 ტურის შემდეგ  გათამაშებას 40 ქულით  „იბერია 2010“ ლიდერობს.  მან ამ ტურში…
  • 72
    ხარიტონ ჩხატარაშვილი 65 წლისააცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
  • 72
    საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი 32 ქულის სხვაობით დაამარცხაევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად…