აღმოსავლეთ-დასავლეთის  ავტომაგისტრალის მშენებლობამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის, ქვიშა-ხრეშის  მოპოვების გამო  მნიშვნელოვანი  ზიანი მიაყენა გურიის მდინარეებს. 20-კილომეტრიან ზოლშიც კი ინერტული მასალების  დიდი ოდენობით მოპოვებამ მეწყერული პროცესები გააქტიურა მდინარე ნატანებისა და სუფსის აუზებში შემავალ სოფლებში.

28 თებერვალს, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე (განაცხადის #624OTH225,აუქციონის #624) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სუფსაზე „ნაგომარის“ქვიშა-ხრეშის გამოვლინება (კატეგორია  – C2+P მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 34 440 მ3) _ერთ-ერთ კომპანიას გაუმარჯვია. აღნიშნული აუქციონის მიხედვით სახელმწიფო 188721.60 ლარს მიიღებს, ხოლო სუფსის ხეობა კიდევ ერთხელ დაზიანებულ კალაპოტს. ამ თემაზე ძიმითლებმა  წინა წლებში  რამდენიმე საპროტესტო აქციაც კი გამართეს.

სარგებლობის ლიცენზია 3 წელს მოიცავს.

ჩანაწერებში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კარიერი შპს „სოკარ ჯორჯიან გაზი-ს“ საკუთრებასთან არსებულ ხაზოვან ნაგებობასთან(გაზსადენის ქსელი) ახლოს მდებარეობს და ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი ვალდებულია გაზსადენის ქსელთან  15 მეტრზე ახლოს სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, 2 (ორი) დღით ადრე დაუკავშირდეს კომპანიის გურია-სამეგრელოს რეგიონულ ოფისის მთავარ ინჟინერს.

რედაქცია ამჟამად გარემოსდამცველებთან ერთად დამატებითი ინფორმაციების მოპოვების პროცესშია.

მსგავსი სტატიები

  • მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • განახლებადი ენერგია, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
  • „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ გურიის მდინარეებში ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად ახალი ლიცენზიები გასცაგურიის მდინარეებში ინერტული მასალების უკონტროლო მოპოვებამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა რეგიონს. დიდი ალბათობით, მათი მიზეზით გახშირდა მეწყერული პროცესები, იქ სადაც კარიერებია ზიანდება საკარმიდამო ნაკვეთები, ნადგურდება საძოვრები, ჭებში დაშრა წყლები. სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე ცნობილ ფერმერს აკაკი ღლონტს კომპანია „პოლატის“ მიერ დიდი ზიანი მიადგა. მდინარემ 1,8 ჰექტარი საკარმიდამო ფართობი წაართვა, სადაც პავლონია…
  • ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…