ოზურგეთი-თბილისის მარშრუტით მოძრავ მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა სოფელ აგარასთან მოხდა.არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. მგზავრებმა მატარებლის დატოვება შეძლეს, თუმცა ვერ მოხერხდა მათი კუთვნილი ნივთების გადარჩენა. ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:
„გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.“ – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 74
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 67
- 67
- 67
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში ე.წ „გარადოკის“ დასახლებაში ფინურ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი გ.ბ. ემსხვერპლა. როგორც გვეუბნებიან, ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ფინურს ხის სახლს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და შიგ მყოფი მოქალაქის გადარჩება ვერ შეძლეს.
- 67
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…