თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ელექტროსისტემაზე“ დაყრდნობით ipn.ge ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის კომუნიკაციის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.
განცხადება გაავრცელა ენერგო-პრო ჯორჯიამაც. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა.
„დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა“,- ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 70
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 69
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის… - 63
- 63
- 62
ფაქტი, რაზეც ქვემოთ უნდა მოგიყვეთ, იმდენად აუხსნელი და საშინელია, რომ მასზე საუბარს დღემდე ყველა არიდებს თავს. გემ Ourang Medan-ის შემთხვევა დღემდე სრულიად გაუგებარია. არცერთ შეკითხვას პასუხი არ გაეცა. Ourang Medan-ი - ეს იყო გემი, სადაც ეკიპაჟის ყველა წევრი იპოვეს, ოღონდ... მკვდრები, სახეზე შეყინული საშინელი გამომეტყველებით, მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე არანაირი…

