XI მოწვევის პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოებასთან ერთად, სახელწოდებაც ეცვლება. პარლამენტის საგამოძიებო კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს _ „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოების შესახებ შესაბამის დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარედგინა. დადგენილების პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე“.

როგორც მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ სესიაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების ფარგლებით შეზღუდული აღარ იქნება და კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. კირცხალიას თქმით,„`საზოგადოება ნახავს, 2012 წლის შემდეგაც რით იყვნენ დაკავებული ეს ადამიანები“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლის მიმართ კითხვები არ დასმულა.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 76
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 74
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…
  • 73
    „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს შეფასებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.“ირაკლი პაპავა: საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center წარმომადგენელი გურიის რეგიონში: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 1 ივლისიდან ოფიციალურად უქმდება ამავე სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული უწყება, 2005 წლიდან მოყოლებული, უკვე ოცი წელია არსებობს…
  • 73
    ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
  • 73
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…