რომის პაპის ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.
კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.
ფრანცისკეს 2025 წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
18 თებერვალს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.
საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, – რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას – შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
მსგავსი სტატიები
- 62
სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა რომის პაპი კვლავ ვერ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, დილით ჩატარებული კენჭისყრის ორი ტურის შემდეგ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღის პირველ ნახევარში ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს. რომის პაპის ასარჩევად ხმის მიცემის მომდევნო ორი ტური დღეს საღამოს გაიმართება.… - 61
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა. ტაძრის პროექტის ავტორი და მშენებელი _ინჟინერი ზურაბ გუჯაბიძეა, რომელმაც წინა წლებში 4 ტაძარი ააშენა: ქ. ოზურგეთში, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი, ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელ ბოხვაურის წმინდა სოფიას სახელობის ტაძარი და სოფელ გვარას… - 61
- 61
- 61
ცნობილი მსახიობი, მწერალი, საქართველოს მწრალთა კავშირის წევრი ჯემალ კეჭაყმაძე უკვე წლებია უფასოდ ემსახურება ტაქსით მოქალაქეებს დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე (აღდგომა, შობა) და წმინდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს _28 ივლისს. ტრადიციას არ წელსაც უღალატა და დილიდან ემსახურება მოქალაქეებს. _უფლის შობას გილოცავთ. დილიდან დგას მამაჩემი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინ და მოქალაქეებს ემსახურება.…

