„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა.

11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელმა ხელშეკრულებები შეუწყვიტა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანებს – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს, რომლებიც ღიად ამხელდნენ მაუწყებლის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ პოლიტიკას და ამბობდნენ, რომ არხი „ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას“.  საგულისხმოა, რომ მანამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურმა წევრებმა, ამავე  ჟურნალისტისების საქმის შესწავლაში პროკურატურის ჩართულობაც მოითხოვეს, რაც მათი მხრიდან თანამშრომლების დაშინებისა და ზეწოლის პირდაპირი მცდელობა იყო.

ეს „საზოგადოებრივ მაუწყებლის“  მიერ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების შევიწროების, დევნისა და გათავისუფლების პირველი შემთხვევა არ არის და ამგვარი მავნე პრაქტიკა უკვე წლებია გრძელდება. ბოლო წლებში, მაუწყებელმა დახურა არაერთი პოპულარული გადაცემა, რომელთა წამყვანებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. არხიდან გაუშვეს ის ჟურნალისტებიც, რომელთაც მენეჯმენტი ცენზურის მცდელობაში ღიად ამხელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან კრიტიკული აზრის დევნისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც თავისუფალი სიტყვისა და აზრის სრულად ჩახშობა და განადგურებაა. მაუწყებელში ხელისულების ამგვარი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები არხის დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე არიან. მსგავსი პოლიტიკა უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მაუწყებლისადმი საზოგადოების ნდობას, რომლის უპირველესი ვალდებულებაც სწორედ პროცესების მიუკერძოებელი ასახვა და მაყურებლის ჯეროვანი ინფორმირებაა, რასაც მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს და რისი მოთხოვნითაც არხის შენობასთან უკვე 5 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები

  • 94
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 94
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
  • 94
    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
  • 91
    პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე - გლობალური შეხსენება მედიის ძალისა და ავტორიტარიზმის სისუსტის შესახებ3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული…
  • 90
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…