ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
„ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომეტებულია ახალი დანაშაულის საფრთხე, შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს“,- აღნიშნა მოსამართლემ.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ითხოვა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა მზია ამაღლობელმა.
„ახალი დანაშაულის ჩადენა – პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ეს რას ნიშნავს?! თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, ეს საპატიმროშიც შეიძლება, იქაც მაქვს ძალოვნებთან კომუნიკაცია….
ყველაფერს გავაკეთებ, ევროინტეგრაციისთვის და თავისუფალი სიტყვის გამოხატვის დასაცავად. მე ბოდიში უნდა მომეხადა?“ – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად პროკურორმა განაცხადა:
„ბოდიშის მოხდაზე აქ საუბარი არ არის, ბრალდების მხარე ამას არ ითხოვს“.
მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართეს.
„წამება და არაადამიანური მოპყრობის ნაწილშიც წავა სარჩელი, ეს საჩივარი ბატონო მოსამართლევ, ძირითადად ეფუძნება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და გარემოებებს“,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმის სახით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. მომდევნო სხდომაზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება.
სასამართლო სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, პერიოდულად ისმოდა შეძახილები „თავისუფლება უკანონო პატიმარს“.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 88
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა _ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, _ ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და… - 83
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 82
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 81
ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,… - 79
