ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

ცნობისთვის,  მამუკა ხაზარაძესაქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წყარო: IPN.GGE

მსგავსი სტატიები

  • 59
    გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდანარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის…
  • 59
    „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
  • 58
    ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდადღეს, 1-ელ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც „ტერორისტული აქტის მცდელობას“ ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაეთანხმა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას, რაც გულისხმობდა ელისაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას. ამასთან, ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განაცხადებით, მანამდე მას პროკურატურამ ხელი…
  • 58
    ახალი კანონპროექტით მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდებაქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…
  • 57
    დავით შარაშიძეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით შარაშიძე დაკავებულია. ის ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. „სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვლა. საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს…