სოფელ ჩოჩხათში (ხორეთი) ახლახან შევარდენის ბარტყები მოიპარეს.

როგორც გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ხელმძღვანელმა ერმოგენ კომახიძემ გვითხრა, სოფელ ხორეთში 10 წელზე მეტია შევარდენის ოჯახს ბუდე აქვს მოწყობილი კლდეში და როგორც ყველაზე სწრაფი ფრინველი შევარდნისნაირთა რიგიდან ფლობს იქაურობას. მარტივად რომ გითხრათ, იქაურობას არ აკარებს ყვავ-ყორნებს. ჩვენ წლებია თვალს ვადევნებთ ამ წყვილის პოპულაციას და გაზაფხულზე 2-3 ბარტყს ჩუქნიან გარემოს.

_„სამწუხაროდ, ახლახან ხორეთს დრონებით შეიარაღებული უცხო პირები (ისინი სხვა რეგიონიდან იყვნენ) ესტუმრნენ შევარდენის ოჯახს და ბარტყები „გაქრა.“

ძალიან ცუდი ფაქტია. თუ რატომ არ ატეხა ამ თემაზე განგაში იქაურმა  მოსახლეობამ, გასაგებია. გურიაში ბაზიერობას დიდი ტრადიცია აქვს. შევარდენის ცნობილი ბაზიერები იყვნენ: იორდანე და გიგა ლომთათიძეები, ფაკო მახარაძე, რობერტ ჟღერია… ჩვენ ახლა წლიური ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც ყოველწლიურად ტარდება დაბა ჩოხატაურში. შევარდენს თავისი სისწრაფით ბადალი არ ჰყავს ცხოველთა სამყაროში და იგი ამ ჩემპიონატს ნამდვილად დაამშვენებდა!“ _გვითხრა ერმოგენ კომახიძემ.

შევარდენი ( შავარდენი) იშვიათ, გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა სიაშია და მას კანონი იცავს, მაგრამ  ამ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით გარემოს დაცველებისაგან რეაგირება არ ყოფილა.

მსგავსი სტატიები

  • 84
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 83
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 81
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 78
    აშენდება თუ არა ცემენტის ქარხანა ოზურგეთშიოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ  ჯერ ტყვიის  და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის  ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
  • 75
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…

არ გამოტოვოთ