მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 4 715-ს აღწევს, ხოლო 341 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, ნანგრევების ქვეშ კი ათობით მუშა რჩება.
შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.
მსგავსი სტატიები
- 67
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 66
ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ავიაიერიშების გამო ათასობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,…
- 65
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 65სუმზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი. შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
- 64
ისრაელში, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ირანის მიერ გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტას ბათ-იამში ემსხვერპლა. ამჟამად, დაახლოებით 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამასთან, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტამრაზე…