ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება მდგრადი განვითარების 2023 წლის მიზნებზე (SDG), განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე და ენერგიის ჭკვიან მოხმარებაზე საუბარი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ კონტექსტზე – როგორ შეიძლება თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევაში.ტრენინგის მსვლელობისას  გამოყენებული იყო პრეზენტაციები, გაიმართა საინტერესო დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიები. მონაწილეებმა იმსჯელეს საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებაზე, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, გამოავლინეს მაღალი მოტივაცია და ინტერესიანი დამოკიდებულება განიხილული თემების მიმართ.

„მსგავსი პროექტები დიდ გავლენას ახდენს მომავალი თაობის ეკოლოგიურ/გარემოსდაცვით ცნობიერებაზე და მათ ქცევაზე. ბავშვებისთვის ენერგეტიკის თემების ასე ადრეულ ასაკში გაცნობა ზრდის მათი პასუხისმგებლობის გრძნობას და შეიძლება იყოს სტიმული სამომავლო კარიერული ინტერესებისთვისაც. ბავშვების აქტიურობამ და გააზრებულმა კითხვებმა ცხადყო, რომ მათ უკვე ჩამოუყალიბდათ მნიშვნელოვანი ცოდნა ამ სფეროში — რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში გაწეული შრომა ნამდვილად გამოისახა შედეგში.მსგავსი ტრენინგები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოტივაციასაც აძლევს მოსწავლეებს, თავად გახდნენ ასეთი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“ _ განაცხადა ნინო მაღლაძემ ჩვენთან საუბრისას.

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 92
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 92
    ენერგია სპორტში – წარმატების ხილული და უხილავი ძალაშემოქმედის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების: დავით ნაჭყებია, ელენე მენაბდე, ლანა ბურჭულაძე                                                                 საკონფერენციო პრეზენტაცია თემის ხელმძღვანელი პედაგოგი ქეთევან…
  • 91
    „პარვუს ჯგუფი“ ჰესების მშენებლობასთან ერთად განათლებაში ინვესტირებასაც ახორციელებს - პრაქტიკული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის „ბასრა ჰესებზე“პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ…
  • 90
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…