გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“დირექტორს ედუარდ ჯიშკარიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობას. განიხილეს ორგანიზაციის გეგმაც მოხალისეთა ტერიტორიული დანაყოფების შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. შეხვედრის ფარგლებში,ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 78
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა… - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი. - 76
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას და დევნილ მოსახლეობას შეხვდა. განიხილეს დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები აქტიურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე დროული რეაგირება…