გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ღურჯუმელიძემ გასულ პერიოდში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 83
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მერიის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განიხილა აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე…
- 79
შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
- 79
- 78
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი ღურჯუმელიძემ შოთა გოგატაძეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
- 77
შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა. მსვლელობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცეს. ,, ალილოზე“ შეგროვებული შესაწირი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ…