გურიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ,,ივეკო მაგირუსის” ორი ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა.
აღნიშნული მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია, როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზე.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს უფროსთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ახალი სახანძრო ავტომობილები დაათვალიერა და მეხანძრე – მაშველებს შეხვდა.
მსგავსი სტატიები
- 74
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური თავდადებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისთვის. - 74
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა… - 74
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 73
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 72
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…