პრეზიდენტმა პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც არც ძალიან ბევრად ჟღერს, მაგრამ ბევრია, თუ იცით, საიდან დავიწყეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს არის საშინელი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო.

„ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პუტინს სამი წლის განმავლობაში არ დალაპარაკებია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო და ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით მაღალია, ვიდრე გამოქვეყნებული ციფრები. ეს ძალიან, ძალიან სასიკვდილო, საშინელი ომია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინას და რუსეთს კონფლიქტის მოგვარება სურთ.

„ვფიქრობ, რუსეთში, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, ნავთობის ფასი დაეცა, ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაში ვართ მოსაგვარებლად,ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაში ვართ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. მათ მისი მოგვარება სურთ. უკრაინასაც სურს ამის მოგვარება. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, არავინ მოაგვარებდა“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

მსგავსი სტატიები

  • 65
    მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყოაშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
  • 63
    დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდებაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. „სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა…
  • 62
    დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურსაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი…
  • 61
    დონალდ ტრამპი - უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება - ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართუკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება“. „მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება…
  • 59
    დონალდ ტრამპი პუტინს - ვლადიმერ, შეჩერდი!ვლადიმერ, შეჩერდი!, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Trump Social-ზე წერს. „კიევზე რუსეთის დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. ამის საჭიროება არ არის და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, შეჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ“, - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების…