აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, ტრამპი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, ამერიკა ზეიმობს შეიარაღებული ძალების შეუდარებელ სიძლიერეს, სიმტკიცესა და ძალას.
„ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თავისუფლების ჩვენი წმინდა მემკვიდრეობითი უფლება ყველა საფრთხისაგან, როგორც უცხოურისგან, ასევე შიდა სახელმწიფოებრივისგან. 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები სამართლიანად ჩაება იმ ბრძოლაში, რაც შემდგომში იქცა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლის აპოგეად. 250 000-ზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სიცოცხლე ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისი ერისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის. ჩვენი ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე, ეს ომი არ იქნებოდა მოგებული და ჩვენი დღევანდელი მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა“, – აღნიშნავს ტრამპი განცხადებაში.
ტრამპის თქმით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უაზროდ დაკარგული მილიონობით სული არის შეხსენება, თუ რატომ უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ ძლიერების მეშვეობით.
„მე მტკიცედ ვარ მოწადინებული, შევწყვიტო წლების განმავლობაში დაუსრულებელი უცხოური ომები და თავიდან ავირიდო სიცოცხლის შემდგომი დანაკარგი. ჩემს საინაუგურაციო მიმართვაში როგორც განვაცხადე, ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ. ჩემი უდიდესი მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელის მემკვიდრეობა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ტრამპი ასევე მადლობას უხდის დიდებული თაობის ყველა პატრიოტს, რომელმაც დატოვა სახლი და ოჯახი, რათა ებრძოლა ამერიკის თავისუფლებისთვის შორეულ მიწებზე.
მსგავსი სტატიები
- 75
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 74
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 74აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 72
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 70
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ…