აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.
„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მსგავსი სტატიები
- 94
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 89
რუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში…
- 84
_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 83
ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი დადგა , _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა. ავსტრალიის მოსახლეობამ ახალი წლის დადგომა…
- 82
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის განცხადებას ამერიკული ტელეარხი CNN-ი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში „ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს“. ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის…