ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ანსამბლ „ერისიონის“ სოლო კონცერტი, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ.

ღონისძიება მიეძღვნა გამორჩეული ლოტბარის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის — ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს.

„ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით — „ქართული საგანძური“ წარდგა, რომელიც მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული შემოქმედების გამორჩეულ ნიმუშებს.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 76
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 75
    ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ ,,იადონი" - ს 50 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართაოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოლკლორული ანსამბლ ,,იადონი" - ს 50 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ. 1968 წელს, საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის გიორგი სალუქვაძის ინიციატივით, გურული სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი…
  • 74
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…
  • 74
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…

არ გამოტოვოთ