ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.
მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება.
პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.
მედიის ინფორმაციით, რობერტ ფრენსის პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა და მრავალი წელი გაატარა მისიონერად პერუში. ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად 2023 წელს დანიშნა. როგორც მედია წერს, მას ეკლესიის ძირითად საკითხებზე ცოტა რამ უთქვამს, მაგრამ მისი ზ
ოგიერთი პოზიცია ცნობილია.
მედიაში არსებული ცნობებით, ახალი პაპი ძალიან ახლოს არის ფრანცისკეს ხედვასთან, რომელიც ეხება გარემოს, სიღარიბეს და მიგრანტებისადმი მიდგომას. მედიას მოჰყავს მისი ციტატა, რომელიც მან 2024 წელს თქვა: „ეპისკოპოსი არ უნდა იყოს პატარა უფლისწული, რომელიც ზის თავის სამეფოში“. მან ასევე მხარი დაუჭირა რომის პაპ ფრანცისკეს პოზიციას განქორწინებულ და ხელახლა დაქორწინებულ კათოლიკეებს წმინდა ზიარების მიღების უფლებაზე. თუმცა, მედია აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ მოზომილი მხარდაჭერა გამოუცხადა ფრანცისკეს, რომელიც მღვდლებს აძლევდა უფლებას დაელოცათ ერთნაირსქესიანი წყვილები.
მსგავსი სტატიები
- 69
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 66
31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
- 66
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
- 61
გადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…
- 56
გურიაში აქამდე არ არსებობდა კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს. დღეს კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 6ა-ში! ვისთვის არის Foni Construction / ფონი ქონსთრაშენი ? თუ დრო არ გაქვს ხელოსნების მოძიებისთვის და მშენებლობის კონტროლისთვის, ან გურიაში არ იმყოფები, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სრულ პროცესს –…