26 მაისს, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ჩატარდა, რომელიც ,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
იგი ტრადიცულად იმართება და მასში სხვადასხვა თაობის, როგორც რეიტინგული, ისე მოყვარული მოჭადრაკეები ერთვებიან. ასე იყო ამჯერადაც.შეჯიბრება შვიდ ტურად ჩატარდა, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლინებლად დამატებითი ორი პარტია გახდა საჭირო. იგი გივი სიამაშვილსა და ელგუჯა ურუშაძეს შორის შედგა, რომლებიც 6,5-6,5 ქულით აღმოჩნდნენ ცხრილის სათავეში.დამატებით პარტიებში 1,5-0.5 გივიმ იმარჯვა და მას გადაეცა ე.წ. „26 მაისის თასი“. მესამე ადგილზე მიშიკო ქურიძე გავიდა. მართალია, მიშიკო ამჯერად ნაკლებადაა ჩართული საჭადრაკო ბატალიებში, თუმცა ამ ტურნირში მან კვლავ აჩვენა თამაშის მაღალი დონე.
მომდევნო ადგილებზე გავიდნენ მოყვარული მოჭადრაკე ტარიელ ნანიტაშვილი და მაღალი რეიტინგის მქონე მოსწავლე აკაკი სალუქვაძე.
აღნიშვნას იმსახურებს ნორჩი მოჭადრაკეების გაბრიელ სალუქვაძის და ლევან დარჩიას მზარდი თამაშის დონე, რომლებმაც სამი დღის წინ ჩატარებულ მოსწავლეთა პირველობაზე სერიოზული წარმატებით იასპარეზეს (შესაბამისად ჩემპიონი და პრიზიორი)
26 მაისის ტურნირის წარმატებულ მოჭადრაკეებს შესაბამისი დიპლომები გადაეცა.
ზურაბანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 67
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 64
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 63
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 63
    ლაზარე ჩხარტიშვილი _ოზურგეთის 2024 წლის ჩემპიონიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ჩემპიონატი დასრულდა. 10 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი ახალ წელს ჩემპიონის რანგში შეხვდა 30 დეკემბერს დამთავრდა ოზურგეთის 2024 წლის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ოთხი დღე მიმდინარეობდა ქალაქის საჭადრაკო კლუბში. ჩემპიონატის ჩატარების დრომ პრაქტიკულად განაპირობა, მას მიეღო როგორც სპორტული წლის ერთგვარი შემაჯამებელი, ისე წინა სახაალწლო ღონისძიების სახე. ჩემპიონატის 16…
  • 63
    მოსწავლეთა საჭადრაკო ფორუმი.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…