აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ, თანამშრომლობას მინერალური რესურსების განვითარების, სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვისა და ამერიკული დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების საკითხებში, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.
მედიის ცნობით, ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, „ტექნიკურ შეთანხმებაში“ ჩაიწერება, რომელიც ამ ეტაპზე ხელმოსაწერად მზად არ არის.
შეთანხმების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის სია, რომლის მოპოვებასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, შესაძლოა მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგად გაფართოვდეს. ამასთან, შეთანხმება სხვა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებს არ არეგულირებს და ასევე, არ ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე.
„თუ [აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს (მათ შორის, იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალის, ტექნოლოგიების გადაცემით ან წვრთნების გზით), ფონდში აშშ-ის შენატანი მსგავსი სამხედრო დახმარების მიახლოებითი ღირებულებით გაიზრდება“, _ ნათქვამია შეთანხმებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.
წყარო:IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 76
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 76
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესის შედეგად, უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო ტყვე გადასცა. „სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 205 სამხედრო ტყვე გადაეცათ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის…
- 74
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 73
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…
- 71
რუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში…