ოზურგეთში ცენტრალური უნივერმაღის დირექტორზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი  პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სააქციო საზოგადოება „იმედის“ უნივერმაღის დირექტორს ოლეგ გობრონიძეს თავს დღეს დაესწრნენ.შ ემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა. მას ფეხში ნაჯახით აქვს ჭრილობა მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი აქციონერი იყო. ის ოლეგ გობრონიძეს უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუსაფრდა და ნაჯახით თავს დაესხა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ადრე დაიწყო და ფინანსებს უკავშირდება.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა. მას კოჭ-წვივის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ამ მას სხვადასხვა გამოკვლევები ჩაუტარეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაზარალებული მუდმივი მკურნალობის ქვეშაა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს.

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 63
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 60
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • 60
    ბათუმში მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახადღეს, ბათუმის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ეს მუხლი რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან…
  • 59
    არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებულიარსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. , ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.