„შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში“ _წერს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენებდე ფეისბუქგვერდზე.
„სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავსმოხვეული, როგორც ქართული ოცნების. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ვუპირისპირდებოდით ამ ძალადობრივ სისტემას, დღესაც ქუჩაში ვდგავართ და ახლა ამათ ვებრძვით. იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ერთი და იგივე გვგონია (არა ისინი სხვადასხვანაირი ბოროტება არიან), არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობაა ჩვენთვის ღირებულება და არა პირადი სარგებელი. ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს. ასე აწყობთ. მათ ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყოფნით მას უფრო აზიანებენ და მხოლოდ ოცნებას ასაზრდოებენ (თუმცა ვერავინ ვერ აუკრძალავს მონაწილეობას). ეს უნდა გავაცნობიეროთ და დავსვათ კითხვა, რამდენად ადეკვატური იქნებოდა ბიძინას ან თენგიზ კიტოვანის პლაკატით ვინმეს ამ აქციაზე დადგომა? ალბათ არავის და არ გამოხატავდით ამ უკმაყოფილებას?
ვიღაცამ თქვა მათი მხრიდან ჩვენზე: ესენი რომ მოვლენ ხელისუფლებაში, პირველი ჩვენ აგვკრძალავენო. არა, ჩვენ არავის აკრძალვას არ ვაპირებთ, რადგან ნამდვილ დემოკრატიაში დემოკრატიის მტრებსაც აქვთ არსებობის უფლება და დემოკრატიას მათი არ ეშინია, იმდენად მკაფიოა მისი უპირატესობა. მაგრამ რასაც ნამდვილად ვიზამთ, ისაა, რომ ქოცების, ნაცების და ყველას, ვისაც ამ ქვეყნის და მისი ხალხის წინააღმდეგ უმოქმედია, ჩადენილ უსამართლობებს საზოგადოებისთვის სინათლეზე გამოვიტანთ (ოღონდ არა ისეთი იაფფასიანი სპექტაკლის სახით, რადაც ოცნებამ, საგამოძიებო კომისიით, გადააქცია სამართლიანობის აღდგენის საკითხი). ამ დაჯგუფებების ყველა ცნობილ თუ დაფარულ საქმეს ქართველ ხალხს ვაჩვენებთ, ერთადერთი მიზნით, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რასაც ათწლეულებია ვუყურებთ ამ ყვეყანაში. რაც შეეხება ინდივიდუალურ დამნაშავეებს, მაგათ კანონი და სამართლიანი სასამართლო მიხედავს. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ხედვა.“
მსგავსი სტატიები
- 97
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 93
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 91
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 91
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 89
3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…